ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 23:00

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა უკვე ამოქმედდა. 2 მილიონ ადამიანს, რომელიც აქამდე არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ იყო უზრუნველყოფილი, შესაძლებლობა ექნება შეფერხებისა და ყოველგავრი შეზღუდვის გარეშე მიმართოს ოჯახის ექიმს.

ასევე მოხდება გადაუდებელი შემთხვევევის კვალიფიციური მართვა სამედიცინო დაწესებულებებში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სპეციალური პოლისი საჭირო არ არის.

პროექტი მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება. მოქალაქე, რომელიც მივა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში და გადის რეგისტრაციას უკვე ითვლება უზრუნველყოფილად პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა რაიმე სახის გადაუდებელი მდგომარეობა, პაციენტი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მთელი ქვეყნის მაშტაბით დაუყოვნებლივ მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42