\"დემოკრატიული მოძრაობის\" წევრებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 19:35

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" რვა წევრმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

დემოკრატიული მოძრაობის წევრები  26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს. ისინი  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო მოქმედებების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ქალაქის მთავარ პროკურატურაში სარჩელი დღეს  „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტპატიმრებმა შაქრია ზურაშვილმა, ამირან მერაბაშვილმა, კობა კობაურმა, ბექა პეტრიაშვილმა, ზაზა ჩიკვილაძემ, ედუარდ ამბარცუმიანმა და დავით კიკვიძემ შეიტანეს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46