საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 19:26

საქართველოს შეარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელმა მიიღო.

შეჯიბრის მონაწილეები შიდა ჩემპიონატების საშუალებით, თითო წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქვედანაყოფებიდან ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა. ტურნირი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ორბში“ ჩატარდა. ასპარეზობა 60, 66, 72, 80, 90, 100, +100 კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო.

გუნდური პირველობა ძიუდოში საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეჯიბრს ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულებმა შვიდ წონით კატეგორიაში I, II და ორი III ადგილები გაინაწილეს. მათ სიგელები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. 2013 წლის ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე, კაპრალი გიორგი მახარაშვილი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

გამარჯვებულები საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციის (CISM) ეგიდით გამართულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41