დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 55 მსჯავრდებული დატოვებს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 17:57

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომის პირველი ეტაპი ჩატარდა. კომისიის წევრებმა 1000-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები ინდივიდუალურად განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 28 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 55 მსჯავრდებული დატოვებს. მათ შორის 2 ხანდაზმული და 3 მძიმე ავადმყოფი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმიკმოქმედი კომისია, შემოსული განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე, სხდომის შემდეგ ეტაპს, ხვალ, 1 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46