გიგი უგულავას საქმეზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 18:41

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საჩივარი 72 საათში უნდა განიხილოს. საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ მისი არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ქვეყნიდან გაუსვლელობას და მილიონიანი გირაოს გადახდას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედავება. საქმე ტელეკომპანია "იმედის" უკანონოდ გასხვისებასა და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას ეხება, სადაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 764 აქტივისტი დაასაქმა პოლიტიკური საქმიანობისათვის და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41