აჭარის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 18:35

სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

დაკავებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე. ასევე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა კიდევ სამი პირი, ლუხუმ კაპანადძე, სერგი კაკალაშვილი და პაატა დათიშვილი, რომელთაგანაც კაპანაძე და კაკალაშვილი მიმალვაში იმყოფებიან.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, 205-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთად 6-და 11-წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47