მსჯავრდებულები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის სასწავლო კურსს გაივლიან

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 18:05

 პირობით მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების მიზნით, იმერეთისა და კახეთის რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ რისკებისა და საჭიროებების შეფასების საფუძველზე  შერჩეული პირობით მსჯავრდებულთა ორი ჯგუფი, შპს „მექანიზატორის“ საშუალებით, დიდი ჯიხაიშისა და კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის სასწავლო კურსს გაივლის.

ამ ეტაპზე, პირობით მსჯავრდებულები გადამზადდება და სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებს სერთიფიკატს, რის შემდეგაც პრობაციონერებს გაუჩნდებათ თავიანთ რეგიონებში მექანიზატორის სპეციალობით დასაქმების გარანტირებული შესაძლებლობა.

პროექტის განხორციელება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. სამინისტროები ამ მიმართულებით სისტემატიურ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43