თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განახლდა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 17:47

27 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა განაახლა.

კომისიის მუშაობას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონული და ინფრასრუქტურული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კახებერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი შედიან.

საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კომისია 2012 წლის 18 მაისის შეიქმნა და 31 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43