გოგა ხაჩიძე თეა წულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლების გარკვევას ითხოვს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 17:23

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, თეა წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არა აქვს, რაც მას არ აძლევს უფლებას, იყოს იუსტიციის მინისტრი. გოგა ხაჩიძე მოითხოვს, გაირკვეს, რა სპეციალობაა მითითებული თეა წულუკიანის დიპლომში. გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა განცხადება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა და იურისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ამ საკითხის გარკვევისკენ მოუწოდა.

გოგა ხაჩიძეს სურს დარწმუნდეს, აქვს თუ არა თეა წულუკიანს, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის  დამადასტურებელი დიპლომი, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი - სამართლისა და ურთიერთობების.

"თუ ქ-მა წულუკიანმა უნივერსიტეტი სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს "უმაღლესი იურიდიული განათლება", რასაც კანონი იუსტიციის მინისტრის(შესაბამისად პროკურორის) პოსტზე დასანიშნად, ცალსახად ითხოვს.

მუხლი 31.

პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას", - წერს უმცირესობის წევრი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42