საია სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 16:52

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბარი ასრასწორია.

"ამ ეტაპზე ვიცით, რომ არის დაწყებული საქმის შესწავლა, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ორი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება. ამ ეტაპზე ეს ამბავი არ არის დადგენილი და საუბარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, ვფიქრობ, არასწორია. იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდება, რომ ეს მოსამართლეები თანამდებობაზე არასწორად გამწესდნენ, პირდაპირ იმპიჩმენტის საფუძველს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ვერ ვხედავ" - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა, რომ პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეების დანიშვნა არასწორად მოხდა და კოტე კუბლაშვილის ომპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდა.

გამოძიება ამ დროისთვის ორი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლეებად დანიშვნის საქმეს სწავლობს, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5