ეკა ბესელია კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 15:23

ადამიანთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინიციატივით გამოდის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით. უმრავლესობის წევრის თქმით, პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია,  რომ არაუფლებამოსილი პირების მოსამართლეებად დანიშვნა არასწორად მოხდა, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. 

„კონსტიტუციით დადგენილია სტანდარტი, რა შემთხვევაში ინიშნება მოსამართლე თანამდებობაზე და ჩანს, რომ  ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურის დანიშვნისას არ იყო დაცული ეს მოთხოვნები. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მათ დანიშვნაზე თანხმობა მისცა, მათ შორის, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზეც უნდა იყოს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, არაუფლებამოსილი პირი დამტკიცებულიყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ასე რომ, საქმე გვაქვს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან, კერძოდ, არაუფლებამოსილი პირების მოსამართლეებად დანიშვნასთან“, - წერს ეკა ბესელია თავისი  ოფიციალური  „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42