მარეკ დუდაევი ციხეში სახალხო დამცველმა მოინახულა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 16:13

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მსჯავრდებული მარეკ დუდაევი მოინახულა. სახალხო დამცველი იწყებს მარეკ დუდაევის საქმის შესწავლას, რადგან ამ საქმეში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ბევრი წინააღმდეგობა.

საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს მარეკ დუდაევმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ქართველი და ოსი ხალხის შერიგებას და მზად არის თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

სახალხო დამცველი გამოდის ინიციატივით, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, მოხდეს მარეკ დუდაევის და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრის გათავისუფლება და მათი გადაცვლა ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებზე.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაიწყოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და დე-ფაქტო ოსეთის ხელისუფლებას შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიაჩნია პატიმართა გაცვლის საკითხის წამოწევა და გააქტიურება, რაც ხელს შეუწყობს ე. წ. ოსური მხარის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სწრაფ გათავისუფლებას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44