პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლოა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 16:17

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი  ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსები აკეთებენ უსაფუძვლო განცხადებას, რომლის უფლებაც აქვთ.

"ასეთი განცხადებები ნამდვილად უსაფუძვლოა, მე არ მაქვს უფლება არასერიოზული განცხადებების გაკეთების, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ უფლებას იყენებს და ასეთ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ასევე კუბლაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას და განმარტავს, რომ პროკურატურა ვერ დაადგენს სისხლის სამართლის საქმეს, თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყევეტილება მიიღო.

"პროკურატურა ამ თემას ვერაფრით ვერ შეეხება, ვერანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ დაადგენს, იყო თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში რაიმე საწინაამღდეგო, ამას ჭირდება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

განცხადებები კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თანამშრომელბის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უზენაესი სასამართლოს ინიციატივით სტუმრის სტატუსით იმყოფებოდენენ იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბესელიამ განცხადება გააკეთა, რომ  პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეების დანიშვნა არასწორად მოხდა. საქმე ორ მოსამართლეს თანამდებობაზე ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის დანიშვნას ეხება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42