ზურაზე საკონტროლო გასროლა განახორციელეს - იური ვაზაგაშვილი

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 15:14

იური ვაზაგაშვილის განცხადებით, მკვლელობის ადგილზე გადაღებული ვიდეო ადასტურებს, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. "კადრები ექსპერტებს გადავეცი და შედეგები გამაცნეს. კადრები ადასტურებს, რომ განზრახ მკვლელობა იყო და ზურაზე საკონტროლო გასროლა განახორციელეს.

წინა გამოძიება გაყალბებულია, აცხადებდნენ, რომ შეჯახების შემდეგ გასროლა არ ყოფილა, კადრები სხვა რამეს ამტკიცებს. მარჯვენა მხარეს კედელი იყო და იმ მხარეს არავინ არ იდგა. მანქანა კედლიდან 50-60 სანტიმეტრით იყო დაშორებული. იარაღის ჩადებას რაც შეეხება, მასრები, რომლებიც მანქანაში, სიჩქარის კოლოფთან ყრია, ექსპერტების განცხადებით, ამოღებულ იარაღებს არ ემთხვევა. ამას დამატებითი ექსპერტიზა სჭირდება", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.

ვაზაგაშვილის განცხადებით, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თვითმხილველები არსებობენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელება არ სურს.  

მისი განცხადებით, სამართალდამცველ ორგანოებში ძველი თანამშრომლები მუშაობენ, რომელთა ინტერესებშიც ამ საქმის გამოძიება არ შედის.

"ხელიძე და ნიქაბაძე საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი დავით ბედიაა და მასთან, საგამოძიებო სამსახურში მუშაობს კახა სირაძე, რომელიც "ობიექტივის" მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.

მისი თქმით, კადრების მიმწოდებელს ორი მიზანი ჰქონდა, "დაბნეულობის შეტანა უნდათ საზოგადოებაში. ერთი მიზანი ის აქვთ, რომ გულები დაგვიხეთქონ და ბრძოლის უნარი აღარ გვქონდეს. მეორე ის, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს, კრიმინალების ჯგუფი გაანადგურეს", - ამბობს ვაზაგაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41