პრეზიდენტი დაჯავშნულ მანქანებზე უარს ამბობს და გადასაადგილებლად პირად ტრანსპორტს გამოიყენებს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 15:15

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის. განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ოფიციალური სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" გავრცელდა.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს: იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გაადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, მათ უკვე დაწერილი აქვთ პატაკი სდსს-დან წასვლის შესახებ. ხოლო ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს, მათ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული, არის უსამართლო, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46