შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხეებს შეიცავს

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 14:54

შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებლისთვის და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, -  ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა.

„ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას შრომის კანონმდებლობაში დამსაქმებლისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერების და გაუმართლებელი რეგულაციების დაწესებაზე.

კალანდაძის განცხადებით, შრომის კანონმდებლობაში შესატანი ახალი ცვლილებები განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე და ქვეყანაში დოვლათის შექმნაზე არ არის ორიენტირებული.

 მისი განმარტებით, დამსაქმებლისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს შრომით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ზოგადი პათოსი, რომელიც ცალსახად მხოლოდ დასაქმებულის უფლებებზეა ორიენტირებული. ეს ერთის მხრივ კეთილშობილური მიზანი რეალურად სერიოზული საფრთხის წყარო შეიძლება გახდეს ქვეყნაში ბიზნეს ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და შრომითი ურთიერთობების დარეგულირების ნაცვლად, თავად გახდეს ამ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა.

"სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილება დასაქმებულის სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და 2 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. რაც ბუნებრივად ძაბავს შრომით ურთიერთობებს და პირდაპირ უბიძგებს დამსაქმებელს, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად აარიდოს თავი უცხო პირებთან შრომით ურთიერთობებში შესვლას. დამსაქმებლისთვის გაუმართლებელი რეგულაციების, ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერების და მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესებით, სახელმწიფო პირდაპირ უბიძგებს და იძულებულს ხდის დამსაქმებელს ერთის მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა რიცხოვნობა, და მეორეს მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა ხელფასის ოდენობა. და რაც ყველაზე სახიფათოა, ხელისუფლება ამგვარი მიდგომებით ახდენს ქვეყანაში არალეგალური დასაქმების პროვოცირებასა და სტიმულირებას.

იმის შიშით, რომ სამსახურიდან თანამშრომლის დათხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ან დათხოვნის პროცედურის ვადები 30-დან 90 დღემდე შეიძლება გაიწელოს, დამსაქმებელი შეეცდება ან არალეგალურად დაასაქმოს ადამიანი ან მხოლოდ ახლობლები და ნათესავები აიყვანოს სამსახურში. და ეს ტენდენცია, ისევე, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც დღეს აღნიშნული პრობლემა ძალზედ აქტუალურია, საქართველოშიც სავარაუდოდ მასობრივ სახეს მიიღებს.

ბიზნესს ხშირად სჭირდება მყისიერი და მოქნილი გადაწყვეტილებები. ახალი ინიციატივის მიხედვით, მაგალითად დამსაქმებელი, რომელსაც 100 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საკუთარი წარმოების გადარჩენის მიზნით პრაქტიკულად ვერ ათავისუფლებს 10 თანამშრომელს 90 დღის განმავლობაში. მაშინ როცა, ამ 10 თანამშრომლის გათავისუფლებამ შეიძლება საწარმო გაჩერებისგან იხსნას და შეინარჩუნოს დანარჩენი 90 სამუშაო ადგილი. ახალი რეგულაციებით, ხელისუფლება დარტყმის და რისკის ქვეშ აყენებს მთელ ბიზნესს და 100-ვე დასაქმებულის შრომით უფლებას.

საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შრომით ურთიერთობებს, შესაბამისად, სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქმნის დამსაქმებელი. დამსაქმებელი იღებს კრედიტს, რისკავს თავისი ქონებით, ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს ბიუჯეტში და სწორედ დამსაქმებლის მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ხელფასების და პენსიების, სოციალური და სამედიცინო პროგრამების დაფინანსება.

დამსაქმებლის უფლებების დაცვა პირდაპირ კორელაციაშია ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასთან და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან. ამდენად, თუ ახალი შრომითი კანონმდებლობა დამსაქმებლისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ხელოვნური ბარიერების შემქმნელ ფაქტორად მოგვევლინა, ვერც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ვერც წარსულში შექმნილი სამუშაო ადგილები შენარჩუნდება და ვერც ბიუჯეტი მიიღებს საკმარის შემოსავლებს. შესაბამისად, ქვეყანაში ვერც სოციალური და სამედიცინო პროგრამები დაფინანსდება, ვერც ხელფასები და პენსიები გაიცემა და ვერც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43