დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის ახალი სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 14:13

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის ახალი სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდა. დაზღვევით 6-დან 60 წლამდე,  დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ისარგებლებს, რომლებსაც აქამდე არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობდნენ.

პირველ ეტაპზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაუდებელი შემთხვევების კვალიფიციური მართვა და ოჯახის ექიმთან კონსულტაციაა შესაძლებელი.

"დღეიდან იმ ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ, შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ

სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი 635 მლნ ლარს შე­ად­გენს და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ამ ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სდე­ბა.


მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46