მაგდა ანიკაშვილი სახელმწიფო პროგრამიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ამოღების პრობლემას ეხმაურება

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 13:32

" ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობის"  ერთ-ერთმა  ლიდერმა,  მაგდა  ანიკაშვილმა  დღეს  გამართულ  პრესკონფერენციაზე   სოციალურად  დაუცველი  ადამიანების  ე.წ.  უმწეოთა  პროგრამიდან ამოღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამაში ხარვეზები არსებობდა პროგრამის ფუნქციონირების დაწყების დღიდან და ეს პრობლემები დღესაც გრძელდება.

"ყოველთვის იყო გარკვეული ცდომილება, იყო ხარვეზები შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, სამართლიანობის თვალსაზრისითაც, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმჯობესია ოჯახების ნაწილმა, რომელთაც არ ეკუთვნით სახელმწიფო დახმარება, რაღაც პერიოდით ისარგებლონ ამ დახმარებით, ვიდრე ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ნამდვილად იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაკარგონ ეს დახმარება და აღმოჩნდნენ უკიდურეს მდგომარეობაში. „ქრისტიან-დემოკრატები“ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს შეფასების კრიტერიუმები და ამოსავალი უნდა იყოს არა ოჯახის ქონება, არამედ ყოველთვიური შემოსავალი, რა ფულადი სახსრები აქვს ოჯახს თვიდან თვემდე კვებისთვის, გადასახადებისთვის, განათლებისთვის“, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატმა. 

მაგდა ანიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საყოველთაო დაზღვევის ინფორმირებულობის პრობლემაზე. მისი თქმით, სახელმწიფო აზღვევს ყველა ადამიანს განურჩევლად იმისა თუ რა პროფესიის, რა ასაკის, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელია, ეს არის მართლაც უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა მთავარ პრობლემად საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს მიიჩნევს და აცხადებს, რომ  არც მოქალაქეებს და არც ექიმებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ ეს ყველაფერი, ინფორმაცია პრაქტიკულად არ აქვთ.

"აუცილებელია მოსახლეობამ და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა გარკვევით იცოდნენ სამედიცინო შემთხვევის დროს სად უნდა მივიდნენ, სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია და, რაც ყველაზე მთავარია, რა სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ საყოველთაო საბაზისო დაზღვევის ფარგლებში“, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5