დაკავებულ ნარკორეალიზატორს უვადო პატიმრობა ემუქრება

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 13:22

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული ალექსანდრე ბ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 23 აბი “სუბუტექსი” ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება მან ბელგიიდან ფარულად შემოიტანა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თითო აბს 500 ლარად ყიდდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) მე-3 ნაწილით გამოძიება მიმდინარეობს, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44