მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 13:17

მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. 

პროკურატურა უგულავასთვის მილიონი ლარის გირაოს, უფლებამოსილების შეწყვეტას და ქვეყნიდან გაუსვლელობას მოითხოვს.

გიგი უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს 15.00 საათისთვის არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42