დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ხვალ შეხვდება

ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2013 - 11:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ლეროსთან და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორთან ლაზლო ლოვეისთან შეხვედრას გამართავს. დავით ნარმანია ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გაემგზავრა. მინისტრი შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გააცნობს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ნარმანია ასევე ისაუბრებს სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და რეგიონული განვითარების კუთხით, დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილავენ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებს, რომელიც საფუძვლად დაედება მომდევნო სამი წლის საქმიანობის დაგეგმვას.

შეხვედრას დაესწრებიან მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.

ფილიპ ლეროსთან შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში ხვალ, აშშ-ის დროით 11 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46