გუბერნატორი გორის გამგებელს მოუწოდებს, ფაქტების შესწავლის გარეშე, პროფესიონალები არ გაათავისუფლოს სამსახურიდან

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 23:37

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი სოფელ შინდისის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის ირმა პაპუნაშვილის და სპეციალისტის დავით ზოზიაშვილის ადმინისტრაციული დევნის ფაქტებს გამოეხმაურა.

 გუბერნატორის შეფასებით, ადამიანების დევნა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, დასაგმობია. გუბერნატორი გორის გამგებელს მოუწოდებს, ფაქტების შესწავლის გარეშე არ მიიღოს გადაწყვეტილება და პროფესიონალი ადამიანები არ გაათავისუფლოს სამსახურიდან.

"თავდაპირველად ირმა პაპუნაშვილს და დავით ზოზიაშვილს აიძულებდნენ განცხადებების დაწერას და სამსახურის დატოვებას, რაც მათ არ გააკეთეს. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რომ ქალბატონი ირმას წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტზე. საინტერესო ისაა, რომ ასეთი დარღვევა არსად დასტურდება. საუბარია გასული წლის 12 მაისის ფაქტზე, როდესაც კახი კალაძე სოფელ შინდისში მოსახლეობას ხვდებოდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში დევს, სადაც კარგად ჩანს რომ ქალბატონი თავიდან მშციდად დგას. მას ჟურნალისტი რამდენჯერმე ეკითხება, რატომ არის მოსული. ასეთი შეკითხვები აქვს რამდენიმე ადამიანსაც, რაზეც ქალბატონი ირმა აფიქსირებს თავის აზრს, რომელშიც არ ჩანს არც ზეწოლა და არც ვინმეს შეურაცხყოფა. სრულიად წარმოუდგენელია ამ ფაქტის განხილვა ეთიკური ნორმების დარღვევად. მე მინდა ვთხოვო გორის გამგებელს, ბატონ პაპუნა კობერიძეს, კარგად შეისწავლოს ეს საკითხები და ჩვენ ერთად არ დავუშვათ ადამიანის უფლებების და მათი დევნის ახალი ფაქტები. ვიცხოვროთ ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში და მივცეთ პროფესიონალებს მუშაობის საშუალება, ესაა ჩვენი საერთო ინტერესი. ქალბატონი ირმა და ბატონი დავითი არ არიან ხელწამოსაკრავი ადამიანები, მათ აქვთ დიდი მხარდაჭერა მიმდებარე სოფლებში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ მხარდაჭერის დემონსტრირება არავის დასჭირდება“, -  აღნიშნა ანდრო ბარნოვმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს სიტუაცია მშვიდ ვითარებაში დარეგულირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42