აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 23:29

ბათუმში, სასტუმროში "რედისონ ბლუ", ხვალ, 12 საათზე, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, საზოგადოებას ამჯერად აჭარაში წარედგინება.

ღონისძიებას დონორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ლანგერბერგი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე დაესწრებიან. პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრი ჰოლანდიელ დიპლომატს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიღებს. შეხვედრა უწყებაში 15 საათზე შედგება.

აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პროექტი ჰოლანდიის დიპლომატიურ უწყებასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა და იგი ავტონომიური რესპუბლიკის გრძელვადიანი განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის საშუალებას სექტორების მიხედვით იძლევა. ინოვაციური პროექტის ღირებულება 250 ათას ევროს შეადგენს. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა, არქიტექტორ ზვიად ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5