მეტეორების წვიმას რუსეთში უცხოპლანეტელებს უმადლიან

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 19:34

ჩელიაბინსკში მეტეორების წვიმის არ სჯერა და განსხვავებული ვერსია აქვს ცნობილ უფოლოგს გენადი ბელიმოვს. მისი განცხადებით, ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ აფეთქებს დაუდგენელი საფრენი ობიექტი დედამიწისკენ წამოსულ მეტეორს,

რამაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

უფოლოგი არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიღო აღნიშნული ფაქტი და რამდენად საიმედოა მისი ნამდვილობა, თუმცა ამბობს, რომ იგი სანდო წყარომ გადასცა.

გადაღებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ ეჯახება ობიექტი დედამიწისკენ დიდი სისწრაფით მოძრავ ციურ სხეულს და მას ნამსხვრევებად აქცევს, რის შემდეგ თვითონ აგრძელებს მოძრაობას. 

თუ უფოლოგის მოსაზრება სინამდვილეს შეეფერება, მაშინ მის ჩამოვარდნას სერიოზული ზიანის მოტანა შეეძლო, რადგან ამ ტერიტორიაზე განთავსებულია ბირთვული ობიექტები, ერთ-ერთი მათგანი კი "Маяк"-ია, რომელიც ბირთვულ საწვავს ამუშავებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44