მოძრაობა "პატრიოტები" პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 18:39

სოციალურ ქსელში facebook-ში ახალი გვერდი "დაიცავი პრეზიდენტი-დაიცავი სახელმწიფო" გამოჩნდა. როგორც გვერდის ადმინისტრატორი წერს, შაბათს, 2 მარტს მოძრაობა "პატრიოტები" საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართავს აქციას სახელწოდებით "დაიცავი პრეზიდენტი-დაიცავი სახელმწიფო".

"ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, ჩვენ შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს პრეზიდენტის სასახლესთან, რითაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და ამით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოება და პატივისცემა უნდა იყოს დაცული! მუქარა პრეზიდენტის ნიშნავს მუქარას სახელმწიფოს,რაც ყოვლად მიუღებელია!" - ნათქვამია გვერდზე.

აქციაზე დასწრების სურვილი ამ დროისთვის 122 ადამიანმა გამოხატა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44