პრეზიდენტის მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს ათასობით მოქალაქის კეთილდღეობა - დავით კირვალიძე

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 18:17

სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს  10000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა.

კირვალიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან და რიტორიკისგან, რასაც გუშინდელ მის სატელევიზიო გამოსვლაში ჰქონდა ადგილი.

"უკვე ორი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება ექვსი კაცისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ღვინის ქარხნებსა და მინერალური წყლის საწარმოებს აბსოლუტურად ნორმალურ და გეგმიურ ინსპექტირებას უწევენ. 80 -ზე მეტ ღვინის კომპანიას და წყლის რამდენიმე კომპანიას გაკეთებული აქვს განცხადება და მათი ბუნებრივი სურვილია მათი პროდუქცია დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე. ჩვენი ხელისუფლება გამოდის ხელშემწყობი, რათა მათ დროულად მოახდინონ თავიანთი პროდუქტის ინსპექტირება და ამის შემდეგ გააფართოვონ საწარმო არეალი. ხაზს ვუსვამ, რომ გააფართოვონ და კიდევ ერთი დამატებითი ძალიან მიმზიდველი ბაზარი დაიბრუნონ უკან, რასაც უახლოეს მომავალში უნდა მოჰყვეს ხილისა და ბოსტნეულის და სხვა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბრუნება ამ ბაზარზე. ამ პროცესში სამწუხაროდ ხდება შეურაცხყოფის მიყენება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისათვის, რაც ძალზედ უპასუხისმგებლო რამ გახლავთ. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, რომ ხელოვნური ბარიერების და დაბრკოლებების შექმნისგან შეიკავონ თავი", - განაცხადა დავით კირვალიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თავის დროზე საქართველოსთვის სწორედ ამგვარი რიტორიკის გამო დაიკეტა რუსული ბაზარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ექვსკაციანი ჯგუფის საქართველოში ყოფნის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. " ჩამოვიდა დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც ღვინის ქარხნებსა და მინერალური წყლის საწარმოებს უწევენ ინსპექტირებას, საქართველოს პარასკევს დატოვებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე იმედოვნებს, რომ ინსპექტირებას პოზიტიური შედეგი მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42