მიხეილ სააკაშვილი უნებური შეცდომის გამო წუხს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 17:52

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს შეცდომის გამო, რაც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მან გადაამოწმა ეს ინფორმაცია და არ დადასტურდა, რის გამოც შეიქმნა უნებური პრობლემა.

"გარკვეული გადამოწმება მოვახდინე ბანკებზე. ის ინფორმაციები, რაც მე მქონდა წინასწარ, საბედნიეროდ, არ დადასტურდა და ძალინ ვწუხვარ, თუ რაიმე არასწორად ვთქვი. თუნცა, ნამდვილად ვიცი, რომ რუსულ ბანკებს აქვთ ინტერესი ქართული ბანკების შეძენის. თუ არასწორად დავასახელე ბანკების სახელები, არ მინდოდა და ეს ჩემდა უნებურად მოხდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ბანკები დაასახელა, რომლებსაც, მისი ინფორმაცით, რუსული ბანკები ყიდულობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5