ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ ანგარიშზე მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 17:46

ბოლო პერიოდში აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეულ წარმომადგენლებზე ზეწოლა. შედეგად, რამდენიმე წევრი გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ნაწილმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა პარტიული კუთვნილება,  რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა ადგილობრივი თვითმმართველობა. ანგარიშის ბოლო ვარიანტი წარდგენილი იქნება 2013 წლის 19 მარტს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პლენარულ სესიაზე, - ასეთი სახის ჩანაწერი დაემატა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის ანგარიშს, რომელსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის შესახებ ანგარიშზე მუშაობენ, რომლის წინასწარი ვარიანტი უკვე შედგენილია. ანგარიშის მომზადების პროცესში 2012 წლის ზაფხულში მონიტორინგის კომისიის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ფონზე 27-28 თებერვალს განმეორებითი ვიზიტი დაიგეგმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს, დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43