დაცვის პოლიციაში ყველაზე მასშტაბური სისხლის დონაციის აქცია მიმდინარეობს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 17:03

შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ყველაზე მასშტაბური სისხლის დონაციის კვირეული მიმდინარეობს. აქციაში დედაქალაქსა და რეგიონებში მდებარე სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართულნი. რამდენიმე დღის წინ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა უანგაროდ უკვე გაიღო სისხლი. მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად აქციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებიც შეურთდნენ. „ცენტრალური სისხლის ბანკის“ ბაზას დედაქალაქიდან 283 ახალი დონორი შეემატა. მიმდინარე კვირეულში კი 900-მდე თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი გახდეს სისხლის დონორი. სისხლის დონაციის მასშტაბური აქცია „მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სიხლის ბანკის“ ინიციატივით და თხოვნით დაიგეგმა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებს არაერთხელ დაეხმარნენ. "გადაეცი სიცოცხლის უფლება - გაიღე სისხლი!“ აქციების ფარგლებში ბოლო წლებში სისხლის დონორი დაცვის პოლიციის ათასამდე თანამშრომელი გახდა.

სისხლის უსასყიდლო დონაციის საქველმოქმედო ღონისძიებები დაცვის პოლიციელების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44