თბილისის ზღვის ჩინურ პროექტთან დაკავშირებით გიგი უგულავას ბიზნეს-ინტერესები იკვეთება - ზაზა გაბუნია

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 16:21

გიგი უგულავა ყოველგვარი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ჩინურ კომპანიას, უმსხვილესი, მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების ნებას რთავს მაშინ, როცა თბილისელებს საცხოვრებლის სახურავისა და ფანჯრის ფორმის შეცვლაც კი არ შეუძლიათ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ჩარევის გარეშე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ბატონ უგულავას სხვა ინტერესები ჰქონდა პროექტთან დაკავშირებით და ამის გასარკვევად გამოძიება და მათ შორის ჩინური მხარისგან ინფორმაციის მიღება მიზანშეწონილად მიმაჩნია", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " თავმჯდომარემ , ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გაბუნიამ მედიას დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება გააცნო, რომლის მიხედვითაც მერი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მშენებლობის განხორციელების ნებართვას იძლევა.

მისი თქმით, ზუსტად ორ კვირაში, საქართველოში ჩინური კომპანია "ჰუალინგ ინტერნეიშენალი" შემოდის, რაც იმ ფაქტს ადასტურებს, რომ გიგი უგულავას ბრძანება სწორედ ჩინური კომპანიისთვის ყველა წინაპირობის შექმნით იყო ნაკარნახევი, რომ ამ უკანასკნელს სწრაფად დაეწყო მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე.

ზაზა გაბუნიამ თბილისის საკრებულოს 2012 წლის ივნისის გადაწყვეტილებაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც საკრებულო ჩინურ კომპანიას 5 წლის მანძილზე ყოველგვარი გადასახადიდან ათავისუფლებს და საქმიანობის მხოლოდ მე-6 წლიდან უწესებს მიზერულ გადასახადს.

გაბუნიას თქმით, ეს გარემოებები ბევრ საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4