ხათუნა გოგალაძე და ნინო შარაშიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 15:38

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების სამსახურის წარმომადგენლები  დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. მათთან ერთად ხეობაში იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ექსპერტები, სამშენებლო კომპანია შპს „ფერი“-სა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მინისტრმა მოინახულა ლარსი ჰესი და დარიალი ჰესი; აგრეთვე ხდის ხეობა, სადაც, შესაძლოა აშენდეს ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგური.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც აგრეთვე დაესწრებიან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43