შიდა ქართლის გუბერნატორი ტურიზმის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებით დაინტერესდა

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 14:45

შიდა ქართლის გუბერნატორი, ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა. გუბერნატორი ცენტრის საქმიანობით, ვიზიტორების რაოდენობით, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემებით და რეგიონში ტურიზმის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებით დაინტერესდა.

ბარნოვის განცხადებით, რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიზნესმენების დაინტერესებაა საჭირო, რისთვისაც ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა; მომზადდება ბიზნეს შეთავაზებების პაკეტი, მოეწყობა ტური ბიზნესმენებისათვის საინტერესო ობიექტებში, რაც წაახალისებს და დააინტერებს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს.

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რეგიონით დაინტერესებულ ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. პარალელურად საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რაც ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით რეგიონში მიზანმიმართულ მუშაობას საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქებში არ არსებობს გასართობი ცენტრები, ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია და სხვა.

ცენტრის ინფორმაციით, გახსნიდან დღემდე ცენტრის მომსახურებით 22 570-მდე ტურისტმა ისარგებლა. გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2011 წლის 25 აპრილს გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46