აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული ბიურო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს აღჭურვილობას გადასცემს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 14:22

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორი ჯერალდ ობენდორფერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ეწვივნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სტუმრებს სამაშველო აღჭურვილობა, სპეცტექნიკა და შენობა-ნაგებობები დაათვალიერებინა, რის შემდეგაც ისინი ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, ჯერალდ ობენდორფერმა ასევე გამოთქვა სურვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს. აღნიშნული ჰუმანიტარული ტვირთი სამაშველო და პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობასა და სხვა საშუალებებს მოიცავს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44