უფლებადამცველები ჩიორა თაქთაქიშვილს, მაკა მეტრეველსა და მაგდა ანიკაშვილს პროკურატურაში უჩივიან

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:56

 "უფლებადამცველთა გაერთიანებას’’ ჩიორა თაქთაქიშვილის, მაკა მეტრეველისა და მაგდა ანიკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ 4 მილიონი ლარის მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეაქვს.

როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანებისთვის’’ კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მოწოდებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიდან გახდა ცნობილი,  მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად მილიონ ლარს ურიცხავდა ნაციონალური მოძრაობის წევრს, პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილს, მაგდა ანიკაშვილს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეუღლეს მაკა მეტრეველს.

"მილიონობით ლარის მიღება ხდებოდა შემდეგი სქემით: ფინანსთა სამინისტრო 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების ანგარიშზე რიცხავდა წლიურად მილიონ ლარს, შემდგომ ეს თანხა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიდიოდა ორგანიზაცია "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში". 2011-2012 წლებში კი როცა ფინანსთა სამინისტრო წლიურად მილიონ ლარს ამჯერად უკვე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ურიცხავდა, ეს უკანასკნელი კი ამ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას ურიცხავდა", - განაცხადა "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე.

მჟავანაძის განცხადებით, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის’’ სამეთვალყურეო საბჭოში გარდა, ჩიორა თაქთაქიშვილისა, გაწევრიანებული იყვნენ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი, ხოლო ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი იყო.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ასრულებდნენ ტრანზიტის ფუნქციას, არ ხდებოდა ფონდის მიერ ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა, არ არსებობდა ინფორმაცია აღნიშნული თანხების ხარჯვის შესახებ. 

"აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და შედგენილ იქნა დასკვნა, თუმცაღა ეს დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის არ გადაეგზავნა პროკურატურას, რაც თავის მხრივ ცალკე დანაშაულს წარმოადგენს ლევან ბეჟაშვილის და ლაშა თორდიასი. ხელისუფლებამ შეინახა კომპრომატი მის ლიდერებზე და ლიდერთა ოჯახის წევრებზე, მათი შემდგომი უკეთ გამოყენებისა და მართვის მიზნით.

სახელმწიფოს აუდიტის დასკვნითვე, სამინისტროების მხრიდან თანხების არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის გადარიცხული თანხებით დარღვეულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლის 1 ნაწილი, ვინაიდან გაურკვევლია თუ რატომ ხდებოდა სამინისტროს მიერ აღნიშნული იურიდიული პირის დაფინანსება ტრანზიტიორად მაშინ როცა ფატქობრივად სამინისტრო ვერ აკონკრეტებს ხარჯებს და გაუმჭირვალე ხდება სახწელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების ხარჯვა, რაც ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სისტემის ერთ-ერთ პრინციპს გამჭირვალობას", -აცხადებენ უფლებადამცველები.

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის განცხადებით,  ხელისუფლების ქმედებები აშკარად შეიცავს სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ შეინიშნება სისხლის სმართლის კოდექსის 332 მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) 333 მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 182 მუხლი (მითვისება ან გაფლანგვა) უფლებადამცველთა გაერთიანება საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს, აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირების მოხდენას და გამოიძიების დაწყებას ამ კუთხით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5