სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:51

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. პირველი საგრანტო კონკურსის ბიუჯეტია: 300 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საგრანტო პროექტებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს, სათათბიროს ახალ შემადგენლობას, პროგრამულ პრიორიტეტებსა და შეფასების კრიტერიუმებს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5