პირობითი მსჯავრის გაუქმების კომისიამ 213 განაცხადზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:45

პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის საკითხი განიხილეს.

 

კომისიამ სხდომაზე 25 თებერვლამდე შემოტანილი იმ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა, რომელთაც დღეის მდგომარეობით დასრულებული აქვთ, როგორც საპატიმრო სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის ვადა (გამოსაცდელი ვადა), ასევე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის თაობაზე იმ მოქალაქეთა განცხადებებიც, რომელთაც სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა ჰქონდათ შეფარდებული.

კომისიაზე განსახილველად შემოვიდა 300 განაცხადი. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს 213 განაცხადი აკმაყოფილებდა, რომლებიც კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.

კომისიამ ამ ეტაპზე ვერ განიხილა იმ პირობით მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე შუამდგომლობები და უფლებების აღდგენის თაობაზე განაცხადებები, რომელთა პირადი საქმეებიც "ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილია სასამართლოებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42