"იავნანა" საქველმოქმედო ტელემარათონს სოფიკოს სახელით გამართავს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:34

თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო ტელემარათონს თავის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის, ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს უძღვნის.

ღონისძიება, რომელიც 2 მარტს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

სოფიკო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც “იავნანას” გვერდით დაუდგა და 2005 წელს ბავშვების დასახმარებლად შემოქმედებითი საღამო გამართა.

ერთი წლის მანძილზე ერთი ბავშვის თანადგომისთვის საჭირო თანხა შეადგენს 1200 ლარს. ამიტომ საღამოზე სპეციალური ბილეთები იქნება და ვინც ამ შემოწირულობას გაიღებს, ერთ კონკრეტულ ბავშვზე ერთი წლით აიღებს მზრუნველობას. ასეთი სულ 130 ბილეთი იქნება,

ფონდი 2008 წლის ოქტომრიდან მოყოლებული ყოველთვიურად ურიცხავს დახმარებას აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ყველა ბავშვს.

საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას  "რუსთავი 2" უზრუნველყოფს.

თუკი გადაწყვიტავთ ტელემარათონს შემოუერთდეთ, დარეკეთ ნომერზე 09 01 30 30 30

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44