შოთა მურღულია პროექტების დაფინანსების შესახებ იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ესაუბრა

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:17

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმებსა და დაფინანსების მისაღებად გასავლელი პროცედურების შესახებ იმერეთის მხარის გუბერნატორთან, გამგებლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი.

განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს.

პროექტის ინიცირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით (მათ შორის, რეგიონულ პროექტზეც) მიღებული ჰქონდეს საკრებულოს. პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

თვითმმართველი ერთეული ან გუბერნატორი პროექტს წარადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო სამინისტრო მას განსახილველად უგზავნის რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას. კომისია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს მოწონებული პროექტის დაფინანსება.

პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მათი მიღება 11 მარტს 16:00 საათზე შეწყდება.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44