National Geographic-ი ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან შეხვედრას გამართავს

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 13:12

National Geographic საქართველო დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ატარებს შეხვედრას ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან, რომლის ფოტომ გაიმარჯვა კონკურსში “თქვენი ფოტო” (Your Shot) და ამერიკული გამოცემის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა.

ჟურნალ National Geographic-ს ქართულ ენაზე სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტი” წარმოადგენს. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ჟურნალის პოპულარიზაციისთვის კომპანია “სილქნეტი” აბონენტებს თავაზობს ჟურნალის გამოწერას ფასდაკლებით, სილქტივის ტელემენიუში ინტეგრირებული ღილაკის მეშვეობით.

ჟურნალი National Geographic აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. მისი პირველი ნომერი 1888 წელს გამოვიდა. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.

ღონისძიების პარტნიორია IREX Georgia. დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა 28 თებერვალს, 16:00 სთ, ა. ჭავჭავაძის ქუჩა, 10ა MEC (Multimedia Education Center) გაიმართება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46