„თეთრების“ ლიდერმა სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც არაადეკვატური

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 12:56

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც არაადეკვატური და წერს, რომ  სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ "კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ".

"თუ სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს და სწამს, რასაც ლაპარაკობს დღეს, მაშინ თეთრი ხალათი უნდა ჩავაცვათ და სპეციალურ დაწესებულებაში უნდა გავუშვათ. ხოლო თუ მას არ სწამს თავისივე ნათქვამის და ამას თავისი თავისა და პარტიის გადარჩენისთვის აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ არაფერი გამოუვა. ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია.

გაუგებარია, თუ რატომ იღებენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის ქმედებებზე ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია, “- აცხადებს "თეთრების" ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5