პრეზიდენტი აუცილებლად ჩავარდება კიდევ არაერთხელ მსგავს უხერხულ სიტუაციაში - ოთარ აბესაძე

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 11:47

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ოთარ აბესაძე, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც დოქტორანტი "ჯეონიუსთან" საუბარში აცხადებს,   პრეზიდენტი ცდილობს მოახდინოს გავლენა მოსახლეობაზე და დათესოს პანიკა.

აბესაძის თქმით,  როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში მიმართავს საკუთარ მოსახლეობას ცრუ ინფორმაციით, რომ რამდენიმე დღის წინ "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა"და  რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, ცდილობს მოახდინოს გავლენა მოსახლეობაზე და დათესოს პანიკა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი  განგებ ცდილობს  მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რომ მათი ქონების 60-70% არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტით, იპოტეკით და ა.შ. და თუ ეკონომიკა არ გაიზარდა და არ იქნა წინსვლა, მოსახლეობა ვერ გადაიხდის დავალიანებებს ბანკების წინაშე და რუსული ბანკები წაიღებენ მათ ქონებას.

"ვფიქრობ, მსგავსი თემებით აპელირება მას მხოლოდ დააზარალებს, რადგან ამ განცხადების გაკეთებიდან იმავე პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთში ჟურნალისტის კითხვამ დაადასტურა, რომ იგი, უბრალოდ, ცრუობდა. ასევე გაკეთდა ოფიციალური განცხადებები ბანკების მხრიდან, რომ მსგავსი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. როდესაც ქვეყნის პირველი პირი აკეთებს მსგავს განცხადებას ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის იერიშის მიტანა ქართულ ეკონომიკაზე და სხვა არაფერი", - განაცხადა აბესაძემ.

დოქტორანტის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მიჩვეულია ფუფუნებას და იმას, რომ არავინ უკონტროლებს მას კამერების წინ ლაპარაკს. თუმცა, ის აუცილებლად ჩავარდება კიდევ არაერთხელ მსგავს უხერხულ სიტუაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ თავის რეზიდენციაში ჟურნალისტების კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, რომ ქართულ ბანკებს რუსული ბანკები ყიდულობს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44