დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს მრჩეველს, თომას ჰამერბერგს შეხვდა

ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2013 - 01:10

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში ევროსაბჭოს მრჩეველის და პარლამენტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „თომას ჰამერბერგს, რომელიც გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, საქართველოში კარგად ვიცნობთ. ახლა ის ჩამოსულია სპეციალური მისიით, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ბრიუსელში ვიზიტად ყოფნისას სთხოვა, რომ საქართველოში მოევლინა რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ევროსაბჭოს მრჩეველი ერთის მხრივ, ქვეყანაში მონიტორინგს გაუწევს იმ საკითხებს, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ყურადღება არსებობს და მეორეს მხრივ, დაგვეხმარება კონკრეტული საკითხების მომზადებაში როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სხვა კუთხითაც. საქართველოს პარლამენტი დაინტერესებულია თომას ჰამერბერგთან თანამშრომლობით და შეხვედრაზე მას ვთხოვეთ სწრაფად მოგვარდეს ყველა საორგანიზაციო საკითხი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ყოფილი უმაღლესი კომისარი, ევროსაბჭოს მრჩეველი, თომას ჰამერბერგი მოავლინა. იგი ადგილზე დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირს და ყველა დაინტერესებულ პირს ობიექტური მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

ევროსაბჭოს ექსპერტი ამ ეტაპზე საქართველოში 4 თვეს დაჰყოფს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5