აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკს 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 23:22

აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკს 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. საკრედიტო რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულება მხარეებს შორის თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაფორმდა. დოკუმეტს ხელი თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმა სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც დაესწრნენ.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, საკრედიტო რესურსი არის ხუთწლიანი რესურსი, რომლითაც საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდება. ხელშეკრულების ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიკროსესხების დაფინანსება თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიის, ბანკი კოსტანტას მეშვეობით.

"მნიშვნელოვანია, რომ თანხა თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოხმარდება. შევეცდებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საპროცენტო განაკვეთები უკეთეს პირობებში შევთავაზოთ, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. საკრედიტო რესურსი მოხმარდება როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, ნაწილი კი მიკროსესხებზე გადანაწილდება. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარება. სესხების გაცემაში ჩაერთვება ბანკის შვილობილი მიკროსაფინანსო ბანკი "კონსტანტა", რომლის საშუალებით მცირე მეწარმეებისთვის სესხის გამოყოფა საქართველოს რეგიონებში მოხდება. გარდა დამტკიცებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხისა, აზიის განვითარების ბანკი ასევე უზრუნველჰყოფს ტექნიკურ დახმარებას, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ბანკის სერვისებს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ბიზნესის განვითარებსითვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აზიის განვითარების ბანკში. საფინანსო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არის აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ნაკლებად მომსახურებადი რეგიონებისთვის გამოყოფილი პირველი სესხი. რეგიონებში, სადაც სიღარიბე ფართოდ არის გავრცელებული და მოსახლეობის ნაწილი იზოლირებულად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის პირობებში მოსახლეობა საბანკო კრედიტის მხოლოდ 20%-ს იღებს. ,,აზიის განვითარების ბანკის დახმარება უზრუნველყოფს ფინანსების ხელმისაწვდომობას ნაკლებად განვითარებული და ღარიბი რეგიონებისთვის. ბანკებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა და ნაკლებად უზრუნველყოფილ მომხმარებლებთან მუშაობა აუცილებელია ფინანსური მომსახურების მდგრადი განვითარებისა და დივერსიფიკაციისათვის. აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ასევე სამშენებლო და მომსახურების სფეროებში რეგიონული მოსახლეობის ჩართულობასა და დასაქმებას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რეინერ ჰარტელიმ.

აზიის განვითარების ბანკი 1996 წელს დაარსდა და მსოფლიოს 48 რეგიონიდან 67 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია აზიასა და წყანარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება.საქართველო მისი წევრია 2007 წლიდან. 2007 წლიდან ბანკის მიერ საქართველოში პროგრამების დასაფინანსებლად 1.1 მილიარდ დოლარზე მეტია დამტკიცებული. აღნიშნული თანხიდან 163 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის პირდაპირი დაფინანსებისთვის გამოიყო.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44