მსჯავდებულების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაწესებულების თანამშრომლები დაითხოვეს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 19:17

მიმდინარე თებერვლის თვეში სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის #2 დაწესებულებიდან ოთხი განცხადება შევიდა. მსჯავდებულები განცხადებაში # 2 დაწესებულების თანამშრომლების აჩიკო ტაბატაძის, ირაკლი მინაშვილის, ანზორ ამირანაშვილის და გია სურმავას მხრიდან მათ მიმართ სისტემატიურად განხორცილებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ.

ასევე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან სამინისტროში შევიდა მომართვა, სადაც აღნიშნულია, რომ #2 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ირაკლი მინაშვილმა გამოძიების მსვლელობის დროს ზეწოლა მოახდინა მსჯავდებულზე, რათა მას ხელი არ შეეწყო გამოძიებისთვის ჭეშმარიტების დადგენაში და მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

განცხადებაში მოყვანილი ფაქტები 12 მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებით დადასტურდა.

აღნიშნულ საქმეზე გენერალური ინსპექციის დასკვნის გამოტანამდე ირაკლი მინაშვილმა და #2 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების კონტროლიორმა ანზორ ამირანაშვილმა პირადი პატაკის საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. ხოლო დასკვნის საფუძველზე დათხოვნილები იქნენ სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, იუსტიციის მაიორი არჩილ ტაბატაძე და ამავე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი გია სურმავა.

გენერალური ინსპექციის დასკვნა შემდგომი მსჯელობისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მკაცრად აფრთხილებს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ხელს შეუშლიან პროკურატურის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ზომები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43