გურამ დონაძე რობაქიძის საქმის გამომძიებელს ადანაშაულებს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 19:12

გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილ გამომძიებელს, შალვა ნიქაბაძეს საქმიდან ნივთმტკიცების ამოღებაში ადანაშაულებს.  დონაძისა და მისი ადვოკატების განცხადებით, ნიქაბაძემ ერთ-ერთი ოჯახის, კერძოდ კაშიების ბინის გაქურდვისას ამოღებული  იარაღი მისივე მეგობარს, გლდანი-ნაძალადევის დეტექტივ-გამომძიებელს, ნუგზარ გვაზავას აჩუქა. ამ განცხადების საფუძველს გურამ დონაძესა და მის ადვოკატებს ის გარემოება აძლევს, რომ მათივე თქმით, 2000 წელს ნივთმტკიცების სახით ამოღებული იარაღის ნომერი და მარკა ემთხვევა იმ იარაღს, რომელიც  შალვა ნიქაბაძემ გვაზავას დაახლოებით 2008 აჩუქა.

მათი ინფორმაციით, იარაღი გვაზავას სახელზე გაფორმდა. დონაძის განცხადებით, როდესაც კაშიების ოჯახმა ნიქაბაძეს იარაღის დაბრუნება მოსთხოვა, ნიქაბაძემ მათ უთხრა, რომ იარაღი, როგორც ნივთმტკიცება, საჭირო იყო საქმის გამოძიებისათვის და აღნიშნული იარაღი ოჯახს არ დაუბრუნა.

დონაძის განცხადებით, გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს.

ცნობისთვის, შალვა ნიქაბაძე ბუტა რობაქიძის საქმეს 2004 წლიდან იძიებდა. დღეს ამ საქმეში ნიქაბაძე მოწმის სახით ფიგურირებს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44