თბილისის მერია ახალი ბრალდების წამოწყებაზე განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 17:47

თბილისის  მერია  ახალ  განცხადებას  აქვეყნებს,  სადაც   თბილისის თვითმმართვე-ლობაზე  პოლიტიკური  ზეწოლის გაგრძელებაზე და  ახალი  ბრალდების  წამოიწყებაზეა  საუბარი.  "ჯეონიუსი" გთავაზობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული შუამდგომლობა და თბილისის მერის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამის საპასუხოდ გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისის განვითრების ფონდიდან მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად ამოიღო.

ნათელია, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე (რაც დოკუმენტაციის ამოღებისთვის ზოგადად აუცილებელი წინაპირობაა) დოკუმენტაციის ამოღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საგამოძიებო ორგანოს მიერ, უკვე ნოემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს ფონდის საქმიანობის შესწავლა და ამის ხელის შემშლელი არც ერთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა, დაარწმუნა როგორც საზოგადოება, ასევე თავად საგამოძიებო ორგანოები თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობაში, მათ სასწრაფო წესით წამოიწყეს ახალი ბრალდების შეთითხვნის პროცესი. ყოველივე ამით კი კვლავ გრძელდება პოლიტიკური ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39