დედოფლისწყაროში ავტოავარიისას არასრულწლოვანები დაშავდნენ

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 17:10

დედოფლისწყაროში, ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას " ქიზიყი.ge " ავრცელებს. გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავმა “ვოლვოს” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად ელექტრობოძს, შემდეგ კი ჯიხურს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა და ქვეითად მოსიარულემ. დაშავებულები არიან არასრულწლოვანებიც. ოთხი დაშავებული დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოქალაქეების დახმარებით გადაიყვანეს.

მედიკოსების განმარტებით, ზოგ მათგანს ტვინის შერყევა, ზოგს ქვედა კიდურების დაჟეჟილობა და მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა, გამვლელმა 10 წლის მოზარდმა კი დაზიანებები სახის არეში მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე დაშავებულებს პირველადი დახმარება „სოკარის“ თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5