უკიდურო ნიკ ვუიჩიჩს ვაჟი შეეძინა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 16:13

30 წლის ნიკ ვუიჩიჩი, რომელსაც კიდურები არ აქვს, რამდენიმე დღის წინ  ვაჟის მამა გახდა. ბავშვი ჯანმრთელი და დეფექტების გარეშე დაიბადა. მანამდე, ბავშვის დაბადებამდე, ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, გახარებული მამა ფეისბუქში წერდას: „ათი თითი აქვს ხელებზე და ათი თითიც - ფეხებზე!“

ნიკ ვუიჩიჩი, მსოფლიოში ცნობილი მოტივაციური სპიკერი, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებს, უიშვიათესი პატოლოგიით დაიბადა – მას ხელები და ფეხები არ აქვს. 8 წლის ასაკში მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, ფარ-ხმალი არ დაეყარა და დღეს ის ყველასათვის მაგალითის მიმცემია!

ნიკმა მიაღწია ცხოვრებაში უფრო მეტს, ვიდრე მათ, ვისაც ფიზიკური შესაძლებლობები გააჩნია. მან დაამთავრა სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, დადის, დახმარების გარეშე იცმევს ტანსაცმელს, იპარსავს, კბილებს იხეხავს, ცურავს, სკეიტით სრიალებს, გოლფსა და ფეხბურთს თამაშობს, უყვარს სერფინგი, ჩვეულებრივად იყენებს კომპიუტერს და 1 წუთში 50 სიტყვაზე მეტსაც კი კრეფს. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც მას შეუძლია.

დღეს ის მსოფლიოში ცნობილი ორატორია. გახსნა არაკომერციული ორგანიზაცია ''Life without Limbs'' მოგზაურობს მხოფლიოს ირგვლივ და გამოდის სიტყვით უნივერსიტეტებში, სკოლებში და სხვა ორგანიზაციებში. მონაწილეობს ტელე–შოუებში და წერს წიგნებს.2009 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში, 2011 წელს კი კლიპში გადაიღეს. 2012 წელს თებერვალში დაქორწინდა და ამჟამად ცხოვრობს აშშ–ში, კალიფორნიაში. მას იმედი არ დაუკარგავს, ყველაფერს იუმორის თვალით უყურებს და დღემდე სჯერა, რომ ღმერთი მისცემს ხელებს და ფეხებს და თუ ეს არ მოხდება, იმის იმედი მაინც აქვს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც კარგი მოხდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39