ქვეყნის სტრატეგიის ამსახველ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე დაიწყეს მუშაობა.

დღეს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით გაიმართა დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელზედაც იმსჯელეს მუშაობის ფორმატზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სამინისტროს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობას მუშაობის პროცესში.

გამომდინარე აქედან, დოკუმენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები აღნიშნული დოკუმენტის გარშემო.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტების, სახაზინო სამსახურის უფროსები, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5