თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტში "იმედის" საქმეზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 15:29

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის XIV სხდომა, თავმჯდომარეების მილან ცაბნოხმა და თინათინ ხიდაშელის შესავალი სიტყვით გაიხსნა. სხდომაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, შემდგომ პროგრესს, დემოკრატიის მდგომარეობას და ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაეთმო.

ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლი, სხდომაზე თავის გამოსვლაში კონფლიქტების მოგვარების საკითხს შეეხო და განსაკუთრებული აქცენტი, ამ თვალსაზრისით საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებზე გააკეთა.

ამასთანავე ინტენსიური დიალოგი გაიმართა კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით ხელისიფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებვის შესახებ. ევროპარლამენტის წევრებმა თავის გამოსვლებში ისაბრეს იმ პრობლემების სწრაფად აღმოფხვირის აუცილებლობაზე რომელიც ქვეყანაში დაგროვილი იყო წლების მანძილზე.

თინათინ ხიდაშელმა შეკრებილ პარლამენტის წევრებსა და აღმსარულებელი სტრუქტურის წარმომადგნელებს იმედის საქმე გააცნო, როგორც მაგალითი იმ სხვაობის რომელიც ახალ და ძველ ხელისუფლებებს განასხვავებს. ამასთანავე, ყველას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით რომ დეტალურად დაინტერესდნენ ყველა საქმით რომელიც გამოძიების ქვეშ არის, შეისწავლონ ისინი და ამასთანავე მათ სრული გამჭვრივალეობისა და ხელმისაწვდმობის გარანტია მისცა.

თინათინ ხიდაშელმა როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრა გახსნა. ხიდაშელმა განაცხადა რომ ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა შეიქმნას ისეთი სახელმწიფო სადაც უზენაესი იქნება კანონი და არა პოლიტიკური ძალების განწყობები.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა კოლეგებმა ევროპაში გაიგონ რა პროცესები მიდის საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციისთვის 2004 წელი ყველაზე დრამატული იყო, თქვენ ვერ იპოვნით ვერცერთ დოკუმენტს, სადაც პოზიტიურად შეფასდა განხორციელებული ცვლილებები. 2004 წლის ცვლილებებს ნეგატიური შეფასება მისცა ვენეციის კომისიამაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისია კი 3 წლის განმავლობაში იღებდა რეზოლუციელბს სადაც ითხოვდა ბალანსის აღდგენას კონსტიტუციაში.

ვარდების რევოლუციის შემდეგ დიქტატურა დამყარდა კონსტიტუციით. მსგავსი სისტემა გვხვდება თურქმენეთში და არამგონია თურქმენეთს ვინმე ევროპულ ქვეყნად აფასებდეს. შემთხვევა როცა პრეზიდენტს ერთპიროვნულად და განუსაზღვრელი ვადით შეუძლია დანიშნოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე თურქმენეთში გვხვდება. 9 წელი ვიბრძოდით პრეზიდენტის ჭარბი უფლებამოსილების შეკვეცისთვის და ჩვენი ხელისუფლების ვალია ბალანსის აღდგენა. რეალურად ერთ მუხლში, ერთი ცვლილების ინიცატივით გამოვდივართ სადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას სჭირდება პარლამენტის თანხმობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სამართლიანობის აღდგენა, როცა საქმე ეხება მძიმე დანაშაულს.წამებაზე, მკვლელობებზე, მაღალი რანგის მოხელეების მხრიდან კორუფციულ ქმედებებზე, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. 2004 წლიდან - 2012 წლის ჩათვლით 9860 შემთხვევაა დაფიქსირებული როცა ბიზნესმენება მათი საკუთრება უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს აჩუქა. საუბარია ჰექტრობით მიწებზე, ქარხნებზე და ა.შ ..გამოსაძიებელია აღნიშნული თითოეული საქმე.

ჩვენი სურვილია ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო. ეს არის საკითხი სადაც თქვენი ჩართულობა ყველაზე მეტად გვჭირდება, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

25-26 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის XIV სხდომა იმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან.

საქართველოს მთავრობას სხდომაზე წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. სხდომის დასასრულს კი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები რეკომენდაციებს მიიღებენ, მსგავს დოკუმენტს უკვე ტრადიციულად ყოველი შეხვედრის შემდგომ აქვეყნებს კომიტეტი.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44